Friday, March 4, 2016

შერეკილები

შერეკილები 
ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმია, გადაღებულია 1973 წელს. რეჟისორი - ელდარ შენგელაია. ფილმი სავსეა იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა ასევე მალე აიტაცა. ფილმის სცენარი რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის.

მამის გარდაცვლების შემდეგ ერთაოზ ბრეგვაძე ბედის საძებნელად ქალაქში ჩადის, სადაც მშვენიერ მარგალიტას გაიცნობს, რომელიც სანამ მისი ქმარი სამსახურშია, თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე შეყვარებული ერთაოზი ქალს ციხის უფროსის მოცილებაში დაეხმარება, თუმცა ციხის უფროსი მას სატუსაღოში გამოამწყვდევს. იქ საფრენი აპარატის შექმნის იდეით შეპყრობილი ქრისტეფორე დახვდება. "შერეკილებად" შერაცხული ერთაოზი და ქრისტეფორე გაქცევას მოახერხებენ. ცათამფრენს ააგებენ და ყველას გასაკვირად ცაში აფრინდებიან."აბა, ახლა გააღე პირი და თქვი, ააა?", "ხომ გითხარი, გაფრინდებიანო?", "შე გალსტუკიანო პეპელა", "თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც გამიყოლეთ", "სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი", "გევიდა გაღმა. სად გაღმა?
მარილზე. რა მარილზე? მოკვდა, მოკვდა", "არა, ის შავი კაცი ვინღა იყო?" 

No comments:

Post a Comment